ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, „მსოფლიო ისტორიასა“ და „საქართველოს ისტორიას“ კი ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქიმიის სწავლება მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მე-7 კლასის მოსწავლეები „მსოფლიო ისტორიასა“ და „საქართველოს ისტორიას“ ცალ-ცალკე საგნად შეისწავლიან.

„ისტორია მოიცავს საგანს „მსოფლიოს ისტორია“ და ისწავლება VII კლასში, საგანს „ისტორია“ და ისწავლება VIII-IX და XI-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება VII და X-XII კლასებში. ასევე, სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – XI-XII კლასები)“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ