დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური – ენდი ბერნემი და დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს.

„უკრაინის საკითხზე ლიდერები ცეცხლის შეწყვეტისკენ მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრმა უკრაინისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართული ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ასევე, ბერნემმა და ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართ დიდი ბრიტანეთის ერთგულება გამოხატა“, – ნათქვამია განცხადებაში.