“პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს – ყველაფერი მირტყა, წიხლებით შემდგა… აქ რა ხდება, ნუ გამაგიჟეთ” – რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი?

“პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს! სამწუხაროდ, მე ვერ ვუყურებ ამ კადრებს, ამ დრომდე არცერთი ვიდეო არ მაქვს ნანახი. არ შემიძლია, არ ვარ მზად ამისთვის. ეს არის გადაღებული, როდესაც ტელეფონი გამომგლიჯეს და გამთიშეს პირდაპირ ლაივში მქონდა ჩართული და შემდეგ განახორციელეს ძალადობა, ეს კადრებია ზუსტად. ამ ძალადობის შემდეგ გარეთ გამოთრეული გადარეული ვითხოვ უკან შესვლას, რადგან შიგნით დარჩნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი ოჯახის წევრები.

განვიცდი, რომ მათაც რამე არ დაუშაონ, რადგან გადამიკეტეს კარები. სასოწარკვეთილი ვარ სრულიად. დარეკილი მაქვს აქ პოლიციაში დახმარებაზე, თუმცა არავინ არ მოსულა ადგილზე დასახმარებლად. ამის შემდეგ გამოყავთ თამაზ ელიზბარაშვილი ბორკილებდადებული და ეს იყო საერთოდ ამ ყველაფრის პიკი, როდესაც დავინახე, არ ვიცი რა დამემართა ამდენი უსამართლობის შემყურე. არც ეს კადრები მინახავს, ვაქვეყნებ პირდაპირ, არც ის სატელევიზიო ეთერი, რომელიც ახალ მომხდარ ძალადობაზე იყო!

ასევე, მინდა იმ ადამიანებს გავცე პასუხი, ვინც ჩემს სახეზე არსებულ ბინტს აპროტესტებს. მე იმ დროს ვიყავი გაცეცხლებული, რაც ყველაზე მეტად მეტკინა დარტყმების შედეგად, იმას გავყვიროდი. ყვრიმალის არეში შესიება ცოტა მოგვიანებით ვნახე და ექიმებმა მირჩიეს ფიზიოლოგიური ხსნარით დამედო ბინტი.

მაპატიეთ, რომ სწორად ვერ გავიკეთე ბინტი სიჩქარეში, რადგან ჩემი თავი ცალკე და ცალკე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მყავდა დასაცავი და ამის დრო ნამდვილად არ მქონდა, რომ როგორმე ბინტი ლამაზად მქონოდა… ამ დრომდე სარკეშიც კი არ ჩამიხედავს წესიერად, ყველაზე მძიმე დღეები მქონდა ალბათ, რაც კი მქონია და როგორღაც მაპატიეთ ჩემი არასწორად დაბნეული ბინტი… მოკლედ ვიდეოს ვდებ უნახავად, ბევრი რამ შოკისგან აღარ მახსოვს, მათ შორის ამ ვიდეოზე არსებული მასალა!” – ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.