„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა:
ქოცები ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას აპირებენ და ამის მიღებას ახალ წლამდე გეგმავენ.
ანუ, ფაქტობრივად, ბრუნდება ვარდების რევოლუციამდე არსებული სისტემა, როდესაც შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობა და სადაზღვევო მაფია ორკესტრირებულად ძარცვავდნენ ხალხს!
იგივე პრაქტიკას ისე აბრუნებენ, რომ ტექდათვალიერების სისტემა კვლავ გაუმართავია და ჩვეულებრივი ხალხის ძარცვის მექანიზმია.
ამის დასტურია სტატისტიკა: მას შემდეგ, რაც ტექდათვალიერება შემოიღეს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა, ისევე როგორც ჰაერის დაბინძურების ხარისხი.
იმიტომ, რომ ტექდათვალიერება ჩვეულებრივი კორუფციული ხაფანგია.
საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო სექტორი ლობირებს სავალდებულო დაზღვევას.
სწორედ ამიტომ არის ეს თემა მიჩუმებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!
ამ საკითხის ჩუმად შეტანას პარლამენტში და ივანიშვილის საბანკო ოლიგარქების მხრიდან ხალხის დახარკვას ვერ გავატარებთ.
მათ შორის, საჭიროა ამ თემაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა, წინააღმდეგობა და პროცესის შეჩერება.
კორუმპირებულ ქოცებს 2018-2019 წლებშიც სურდათ ამ კანონის გატანა, მაგრამ მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე 20 ივნისის სკანდალს, გავრილოვს შეეწირა და მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტმა ინიციატივა ვერ გაიტანა.
2018-2019 წლების ინიციატივით, წლიური გადასახადი ასე ნაწილდებოდა:
ეს ინიციატივა არამხოლოდ არ უნდა ამოქმედდეს, არამედ ბუტაფორიად ქცეული ტექდათვალიერებაც უნდა გაუქმდეს!
არ შეიძლება ხალხის უსასრულო ძარცვა და ცხოვრების გაძვირება!




