შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი არიან ის პირები 63 წლის თამაზ ელიზბარაშვილის “მუქარის” გამო დაზარალებულად არიან ცნობილი

შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი არიან ის პირები, ვინც ცხოველთა დამცველის, 63 წლის თამაზ ელიზბარაშვილის “მუქარის” გამო დაზარალებულად არიან ცნობილი.
სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს. ანუ 7-მა მათგანმა პოლიციას მისცა ჩვენება ცხოველთა დამცველის წინააღმდეგ, რომ რესტორანში შელაპარაკების შემდეგ ელიზაბარაშვილის მუქარის რეალურად შეეშინდათ.
ამ დროისთვის 3 ადამიანის ვინაობა ცნობილი არაა. ზემოხსენებული 4-დან ერთმა, შაკო კუჭაშვილმა თავად განაცხადა იმის შესახებ, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო სანდრო გამსახურდიას თაობაზე რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია.
ოთხივე მათგანი “იმედზე” მუშაობს და სოცქსელებში პოდკასტები მიჰყავს.
გაიგეთ მეტი ამ ამბავზე კომენტარებში