ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი:
მიზეზთა გამო არავითარი სიმპათიები არ გამაჩნია ბატონ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ არც მას ჩვენს მიმართ. თუმცა ამ წუთას ტელევიზიით შევიტყვე რომ იგი დაუპატიმრებიათ ქოც— ბანდიტ შაკო კუჭაშვილთან კონფლიქტის გამო. პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ელიზბარაშვილი სრულიად მართალი ყოფილა. ეს შაკოები და ივანიშვილის ინკუბატორში გამოზრდილი სხვა პატარა სადისტები სრულიად საქართველოს მტრები და პროვოკატორებია რომლებსაც ყველა არგაგონილ სიბინძურეზე და ცილისწამებაზე შეუძლიათ წასვლა და როგორც სჩანს დაპატიმრებულსაც ამის გამო ნერვებმა უღალატა.




