თამარ ბუჩუკური: ალბათ, შიო III არასოდეს დამდგარა საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხის წინაშე… ამ კაცის ლოგიკას რომ მივყოლოდი, არაფერი უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჩემი პაწაწინა შვილის საზარელი დიაგნოზი გავიგეთ

პარტია, “კანონი და სამართალი”-ს პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: ალბათ, შიო III არასოდეს დამდგარა საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ალბათ არავინ ყვარებია ისე, რომ სამყარო შეეძრა ადამიანის დაკარგვისგან თავის გადასარჩენად.
ამ კაცის ლოგიკას რომ მივყოლოდი, არაფერი უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჩემი პაწაწინა შვილის საზარელი დიაგნოზი გავიგეთ, გულხელდაკრეფილი უნდა დავლოდებოდი მე – დათის დედა საზარელ დასასრულს. ალბათ, მისი ნება რომ ყოფილიყო, არც ილია II-ს “”არ აწვალებდა” და უფრო დიდი ხნის წინ გაუშვებდა იმიერში გერმანიაში მკურნალობის ნაცვლად…
აშკარად შიო III ჩარჩენილია ჩამყაყებულ რუსეთში – საიდანაც ჩამოვიდა და სადაც არც მედიცინა განვითარებულა და არც ადამიანები. ვიხილეთ ფრონტის ხაზზე დაღუპული ახალგაზდა რუსების დედები თევზ “სელდის” რიგში კომპენსაციის ასაღებად. ასეთები ნამდვილად შეწუხდებიან ავადმყოფის მოვლის სიმძიმისგან. რუსულ წესებს მიჩვეული კი სხვაგვარად ვერ იაზროვნებს, უბრალოდ არ ძალუძს.
ვუსმენ შიო III-ს და ვფიქრობ, რამდენად ბრძენი იყო საქართველოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელმაც თქვა: “ვერ წავა რუსული თავი ქართულ სხეულზეო”… აღარაფერს ვამბობ ამბროსი ხელაიაზე – თხემით ტერფამდე ქართველზე… მართალია, რუსული თავი ვერასოდეს წავა ქართულ სხეულზე, რადგან მოყვასზე ზრუნვა დნმ-ში გვაქვს ქართველებს…