სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ნეპალში მოვარდნილმა წყალმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბუნებრივი კატასტროფები ყველგან ხდება. მაგრამ ნეპალს რომ ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემები ჰქონოდა (როგორც ამ ვიდეოშია, სადაც წყალს პირდაპირ ხალხი მიაქვს), ასეთი მასშტაბის ტრაგედია არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ნეპალი არ აღმოჩნდა იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთა მოქალაქეებიც დაცულნი არიან მსგავსი კატაკლიზმებისგან.
ასევე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ დასავლური ქვეყნებია დაცული. ჩვენ არაერთი აზიური სახელმწიფო ვიცით მაგალითად: იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა რომელთაც ძალიან განვითარებული ტექნოლოგიები აქვთ და მოქალაქეების უსაფრთხოებას საიმედოდ იცავენ.
ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს ბედი ბეწვზე კიდია, მცირე წვიმის დროსაც კი ქალაქში ტბა დგება, დიდთოვლობისას ადამიანები სახლიდან ვერ გამოდიან, რადგან რაიონებს არ გააჩნიათ სპეციალური ტექნიკა თუ მუშახელი, რისკ-ზონებში არ არსებობს ადრეული გაფრთხილების ტექნოლოგიები, ხოლო თბილისში შენობების ფასადები იშლება და ადამიანები იღუპებიან ოღონდ არა მიწისძვრის, არამედ სიძველისა და ავარიულობის გამო.
ამიტომ, საქართველომ უნდა აირჩიოს, სად უნდა ყოფნა, იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, სადაც მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცულია, თუ პირიქით. საქმე იმაშია, რომ ყველა ქვეყანასა და მის საზოგადოებას შესწევს უნარი, სახელმწიფო გეზი იქით წაიყვანოს, სადაც ეს თავად მოსახლეობას სურს.




