მიხეილ სააკაშვილი: ირაკლი ნადირაძეს გლდანის ციხეში საკანში შეუსახლეს ძალადობრივი დანაშაულისთვის დაჭერილი რეციდივისტი. ქოცები კადრულობენ იმას, რაც სტალინის რეჟიმს არ უკადრებია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
ჩემს მეგობარს, კორუფციასთან მებრძოლს, უწესიერეს და უმამაცეს ირაკლი ნადირაძეს გლდანის ციხეში საკანში შეუსახლეს ძალადობრივი დანაშაულისთვის დაჭერილი რეციდივისტი.
ქოცები კადრულობენ იმას, რაც სტალინის რეჟიმს არ უკადრებია. კომუნისტები პოლიტიკურებს ყოველთვის ცალკე ამყოფებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიმინალი შეიყვანეს დაშინების და ფიზიკური ზემოქმედების მიზნით, ვინაიდან ირაკლი მთელი ეს დრო უარს ამბობს “4 ოქტომბრის” შეთითხნილ საქმეზე ივანიშვილ-ფარცხალაძის “პროკურატურის” მოთხოვნების შესრულებაზე. არ შერჩებათ!