ქანიე უესთის დაგეგმილი კონცერტი სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება – კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვიდან „ზემოდან განხორციელებული ზარი“

ამერიკელი რეპერის, ქანიე უესთუს დაგეგმილი კონცერტი სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება. ჩატარების ადგილის (არენის) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღონისძიების ორგანიზატორებთან იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე შოუს პოპულარიზაციას ეწეოდნენ.
🔻 The Moscow Times-ის 24 აგვისტოს ცნობით, კონცერტები 10 და 11 ოქტომბერს „გაზპრომ არენაზე“ იგეგმებოდა, ორგანიზატორად კი მოსკოვური „Say Agency“ იყო მითითებული. თუმცა, სტადიონის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ორგანიზატორებთან არენის იჯარის არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და, შესაბამისად, ღონისძიებას ვერ უმასპინძლებს.
🔻 გამოცემის ცნობით, რომელიც Fontanka-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვიდან „ზემოდან განხორციელებული ზარი“. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე ვერ შეძლეს ყველა შესაბამისი უწყებისგან, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტისგან, ნებართვის მიღება. Fontanka-ს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უესთის გამოსვლებისთვის ჰონორარის სახით 1.5 მილიარდი რუბლი უნდა მიეღო.
🔴 ცალკე აღსანიშნავია რუსული ტელეგრამ-არხის, VChK-OGPU-ს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კონცერტის ჩაშლის მცდელობების უკან რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაახლოებული ბიზნესმენები – მიხეილ და იური კოვალჩუკები დგანან. წყარო ასევე იტყობინება, რომ სანქტ-პეტერბურგში უესტის გამოჩენის წინააღმდეგი რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც იყო.
🔴 გაუქმების შესახებ კონცერტების საჯაროდ გამოცხადებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში გახდა ცნობილი. 17 აგვისტოს The Moscow Times წერდა, რომ რეპერი ორ კონცერტს გამართავდა „გაზპრომ არენაზე“, რომელიც დაახლოებით 80 000 მაყურებელს იტევს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული იყო და მათი ფასი დაახლოებით $106-დან $1,880-მდე (VIP ლოჟებისთვის) მერყეობდა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო