ლევან ალაფიშვილი: მოსწავლის დასჯა დისციპლინური წესით და სწავლისგან ჩამოცილება, შენ მშობელს რატომ არ აქვს ფული ან შენმა მშობელმა რატომ ვერ/არ გიყიდა სასკოლო ფორმაო, ამის გამო, არის ორმაგად ანტიკონსტიტუციური

იურისტი ლევან ალაფიშვილი:
მოსწავლის დასჯა დისციპლინური წესით და სწავლისგან ჩამოცილება, შენ მშობელს რატომ არ აქვს ფული ან შენმა მშობელმა რატომ ვერ/არ გიყიდა სასკოლო ფორმაო, ამის გამო, არის ორმაგად ანტიკონსტიტუციური.
‼️🎓სახელმწიფო უარს ამბობს კონსტიტუციით დაკისრებულ ზოგადი განათლების უსასყიდლოდ მიცემის ვალდებულებაზე და აწესებს სასჯელს ქმედებისთვის რომელიც საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი არ არის, მითუმეტეს რომ არასრულწლოვანის მიერ არ არის ჩადენილი.
‼️⚖️ამგვარი ჩანაწერის გაჩენა ნებისმიერ აქტში (კანონი, ბრძანება, სკოლის წესდება) იქნება ანტიკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად სცნობს ასეთად. აქტის მიმღებს კი შესაძლოა თავად დაეკისროს პასუხისმგებლობა ანტიკონტიტუციური გადაწყვეტილების მიღებისთვის.
‼️ცნობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტის მინიმალური ასაკი არის 16 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივის – 14 წელი. ამ ასაკის მიღწეულ პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა და დაუწესდეს სანქცია/სასჯელი, ისიც მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის.
‼️სამწუხაროა რომ კონსტიტუციის დღეს, მიღებიდან 31-ე წლის თავზე მოლოცვის ნაცვლად ამის განმარტება მიწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო