ეკა შარაშიძე: როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, წითელი ზურგჩანთით, მივლინებიდან სახლში დასაბრუნებლად, ჩვეულებრივი რეისის რიგში მორჩილად იდგა, ირაკლი ღარიბაშვილს შვილი სახელმწიფო თვითმფრინავით უნივერსიტეტში მიჰყავდა

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
მაშინ როდესაც ჟოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, წითელი ზურგჩანთით, მივლინებიდან სახლში დასაბრუნებლად, ჩვეულებრივი რეისის რიგში მორჩილად იდგა, ირაკლი ღარიბაშვილს შვილი სახელმწიფო თვითმფრინავით უნივერსიტეტში მიჰყავდა.
როდესაც მოსახლეობამ ეს ფაქტი გააპროტესტა, კახა კალაძემ განაცხადა, დაშოშმინდით და დაამთავრეთ პრემიერისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული, ბინძური კამპანიაო. ეს პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი იყო და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულაო.
დღეს კი გვამშვიდებს, ნუ ღელავთ, ისევე როგორც ღარიბაშვილის, ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები დაცულიაო.
ბორელი არაერთხელ იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. აქტიურად ადევნებდა თვალს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების (შეუსრულებლობის) პროცესს.
ახლა კი შეგახსენებთ იმ 12 პუნქტს, რომელთა შესრულებაზეც „ქართულმა ოცნებამ“ მტკიცე უარი განაცხადა.
მათი შესრულება მათვე დაიცავდა და გადაარჩენდა ამ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც ასე გემრიელად აღმოჩნდნენ, მაგრამ ბრიყვი რისი ბრიყვია.
1. პოლიტიკურ პოლარიზაციის აღმოფხვრა
2. ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნების საარჩევნო სისტემაზე გათვალისწინება.
3. სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
4. ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოიძიება
5. დეოლიგარქიზაცია
6. სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა
7. თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნა.
8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.
9. გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლა
10. სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვა
11. კანონის მიღება, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები
12. სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანის დაინიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ