ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:
ღარიბაშვილს სამჯერ დავუგდე ყური. 1. როცა საყდრისის აფეთქების მოთხოვნით უყვიროდა კულტურის მინისტრს და ღარიბ კაზრეთებს ხელფასის დაკარგვით აშინებდა. 2. როცა ბერას ელაპარაკებოდა და ბავშვებზე ძალადობის სქემებს იგონებდა. 3. როცა 5 ივლისს მოძალადეები ჯერ წააქეზა და მერე გაამართლა. ვფიქრობ, საკმარისზე მეტია ჩემგან. ერთმანეთში რა თემები აქვთ, ამას წამით არ მივუძღვნი თავს. ჩვენთვის არაფერი იცვლება. ისე კი რაც უფრო ამცირებენ მას ან რომელიმე ძველსა და ყოფილ მორჩილს, მით უფრო აძლიერებენ რეჟიმს. კანონია ეგეთი.




