ლალი მოროშკინა: რაც აქეთ ვარ, ხან საფრანგეთი-იტალიის საზღვარზე გაუგონარი საცობი 40 გრადუს სიცხეში და გათანგული ხალხი, უცებ აალებული და დამწვარი მანქანები, ხან ნიცა-კანის ავტობუსის მძღოლის პროტესტი

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
რაც აქეთ ვარ,
უამრავი კურიოზი მოხდა.
ხან საფრანგეთი-იტალიის საზღვარზე გაუგონარი საცობი 40 გრადუს სიცხეში და გათანგული ხალხი, უცებ აალებული და დამწვარი მანქანები, ხან ნიცა-კანის ავტობუსის მძღოლის პროტესტი და შუა მარშრუტში მიტოვებული მგზავრები,
ხან წამლისგან გაბრუებული ტიპების ჩხუბი, ხან ხანძარი, ხან ემიგრანტების დარბეული ქუჩები,
წყლის დეფიციტი დავარცხნილ საფრანგეთშიც კი!
აღარაფერს ვამბობ გამაგრილებელ ელექტრო საშუალებების არქონაზე პაპანაქებაში.
მაგრამ!!!
არცერთი პოსტი სოც.ქსელში წუწუნით!
არცერთი უარყოფითი კომენტარი საკუთარ ქვეყანაზე!
არცერთი ფბ.გვერდი “ჩემი ქვეყანა მკლავს”!
ეს რა ჭირი გვჭირს???
დაოკდით!!
ნუ ავირტყამთ “ისტერიჩკა ქვეყნის” იარლიყს.
გაიხსენეთ ვისი გორისა ვართ და წყნარად,მწყაზრად გავიდეთ ფონს…

ასევე დაგაინტერესებთ