პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
გაიყიდა 
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეს უნიკალური შენობა, სახელმწიფო საკუთრება, თბილისში ზედ თავისუფლების მოედანზე… გაიყიდა 34 მილიონად. იმის მაგივრად, რომ თბილისელებისთვის, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ სივრცედ გადაექციათ ადგნენ და გაყიდეს… ერთ დროს აქ მხატვრული თარგმანის კოლეგიას, ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრს და სხვა საჯარო უწყებებს ედოთ ბინა… გაყიდვის შემდეგ ალბათ კიდევ ერთ ახალ სასტუმროს ან ბიზნეს ცენტრ წამოჭიმავენ.
ქვეყნის ყველა რესურსი და შესაძლებლობა ვიწრო ადამიანების ჯგუფებს შორის ნაწილდება. რაც კი საუკეთესო აქვს დედაქალაქს, ქვეყანას ყველაფერს ასხვისებენ… აღარსად არის გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესი, მოქალაქეების, პროფესიული ჯგუფების საჭიროებები.
ეს არის ძალიან მანკიერი და საშიში პოლიტიკა, რომელიც აზიანებს თითოეული მოქალაქის ინტერესს!




