პროფესორი მარინე ჩიტაშვილი:
ერთი შეკითხვა მაქვს ისტორიკოსებთან – ვინც სკოლაში ან უმაღლესში ასწავლით ან კიდევ მხოლოდ კვლევებით ხართ დაკავებული –
თქვენც თვლით, რომ ‘გეორგიევსკის ტრაქტატმა’ გადაგვარჩინა? თუ დიახ დამიდასტურეთ. თუ არა, მაშინ ხმას რატომ არ იღებთ? ეს ნამდვილად არ არის ვინმეს შეურაცხყოფა ან ბულინგი. ეს მარტივი დახურული კითხვაა სამი შესაძლო პასუხით: 1. დიახ, გადაგვარჩინა;
2. არა. 3. არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა.
პ.ს. პასუხების სტატისტიკა, სულ მცირე, მარტივად იწინასწარმეტყველებს რა ეწერება გასაიდუმლოებულ სკოლის სახელმძღვანელოებში და რას ისწავლიან უნიფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა დღეს, რომელიც სულ რამდენიმე მოვლენასთან ერთად ქმნის ქართველობის სოციალური იდენტობის ქარგას. 12 აგვისტო, დიდგორი, 1121.




