2026 წელს გამოვლენილია ელიტური კორუფციის 350 სავარაუდო შემთხვევა, სიაშია 283 მაღალი რანგის მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირი | ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის არიან: 42 მთავრობის წევრი, 58 დეპუტატი, 20 მოსამართლე და 84 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი:
• „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის სახელმწიფო ტენდერები და სხვა სარგებელი მიიღო.
• ბათუმის 70-მილიონიანი საგზაო ტენდერები დეპუტატ გიორგი ჭყონიასა და „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიების ვიწრო წრეზე იყო მორგებული.
• სუს-ის ყოფილ თანამშრომელს უსასყიდლოდ გადაეცა წილი კომპანიაში, რომელმაც ერთ თვეში პატიმრების კვების 152-მილიონიანი ტენდერი მოიგო.
• თბილისის მერიის მიწის გაცვლით მერიის ყოფილმა მოხელემ მილიონობით ლარის სარგებელი მიიღო, მშენებლობის ნებართვები კი მეწყერსაშიშ ზონაში გაიცა.
• ფოთის სტრატეგიული სიმდიდრე – ნავსადგური, ტერმინალები და თევზჭერის ლიცენზიები – „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფებისა და თანამდებობის პირების ხელშია თავმოყრილი.
• თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები დაადეკლარირეს – შესაძლო „ხვრელი“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის.
• თბილისის მერის ქონებრივ დეკლარაციებში მისი მეუღლის 16 „ჰერმესის“ ჩანთა არ ჩანს.
• მთავრობამ ერთ დღეში შეცვალა პრივატიზების წესები და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით კერძო კომპანიას თბილისის ცენტრში 3,237 კვ.მ ფართი 1 ლარად გადასცა” | წერს ორგანიზაცია




