ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:
მოკლედ, რას ნიშნავს, სავარაუდოდ, კობახიძის ეს განცხადება – ახლა რუსეთთან ჩვენ დავდებთ ხელშეკრულებას და ეს იქნება საქართველოს ხსნა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვსო. დასავლეთი ისტორიული სპარსეთია და რუსეთი კვლავ ჩვენი მხსნელიო. აი, მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეგ ისტორიამ იკითხოსო.
აკი დუგინმა მიგვიწვია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ასე არ გჯეროდათ რუსული კანონის და სხვა რეპრესიული კანონების, არც განათლების სისტემის მიწასთან გასწორების და არც იმის, რომ 2012 წელს რუსეთში გაიღვიძეთ.
“გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელი, შესაბამისად, უმუშავია [ტრაქტატს], ორი ათწლეულის განმავლობაში გადარჩა ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხისგან. როცა გარდაიცვალა ერეკლე II, მერე უკვე, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო” – თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.




