“ტყეში გაიყვანეს და მუქარით ცდილობდნენ აღიარების იძულებას… დამბრალებელმა ქურდმა თავში ურტყა, თან უმეორებდა წადი თეატრიდანო” – ემიგრანტი მსახიობის სკანდალური პოსტი

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ აბუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც უკვე სამი წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­კის­მომ­გვრელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს იმ კუ­ლი­სებს ააშ­კა­რა­ვებს, რო­მელ­ზეც წლე­ბია დუ­მან.

  • შე­გახ­სე­ნებთ რომ აბუ­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო და ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტში. უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბის უბად­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლე­ბით „ტიფ­ლი­სი“ და „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გა­იც­ნო.

ტექ­სტში, რო­მელ­საც ის „ნაც­ნო­ბის მო­ნა­ყოლს“ უწო­დებს, აღ­წე­რი­ლია სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, ცი­ლის­წა­მე­ბა, გავ­ლე­ნი­ა­ნი თე­ატ­რა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა და უმ­ძი­მე­სი ინ­ცი­დენ­ტი – კო­ლე­გის ტყე­ში გა­ტა­ცე­ბა, ია­რა­ღის მუ­ქა­რა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა თე­ატ­რი­დან წას­ვლის მო­თხოვ­ნით.

აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო სის­ტე­მუ­რი დუ­მი­ლი აღ­მოჩ­ნდა: მო­ძა­ლა­დე­ე­ბი დას­ჯის გა­რე­შე დარ­ჩნენ და დღემ­დე სცე­ნი­დან „სიყ­ვა­რულ­სა და სათ­ნო­ე­ბა­ზე ქა­და­გე­ბენ“.

Ambebi. ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის სკან­და­ლურ სტა­ტუსს:

“ვფიქ­რობ­დი და­მე­წე­რა თუ არა. მა­ინც შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოა თე­ატ­რის, ბევ­რი თა­ვის თავს ამო­იც­ნობს მეთ­ქი, მაგ­რამ უნდა დავ­წე­რო! მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის! “ნაც­ნო­ბის მო­ნა­ყო­ლი“ ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი, ნი­ჭი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ერთ დღე­საც სხვა თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი არ და­უ­კავ­შირ­და. რე­ჟი­სორ­მა შეხ­ვედ­რა­ზე აუხ­სნა, რომ უკვე ორი წელი ემ­ზა­დე­ბო­და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის­თვის, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ და­ას­რუ­ლა, და მთა­ვა­რი როლი სწო­რედ ჩემს ნაც­ნობს შეს­თა­ვა­ზა.

ნაც­ნო­ბი და­თან­ხმდა. და­ახ­ლო­ე­ბით ორ-სამ თვე­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლიც დად­გეს, რა­საც მოჰ­ყვა მე­ო­რე და მე­სა­მე მთა­ვა­რი როლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი – გას­ტრო­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში. ერთ-ერთი გას­ტრო­ლის დროს,​ ინ­დო­ეთ­ში, სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, საგ­რი­მი­ო­რო­დან ფული მოჰ­პა­რეს ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი თე­ატ­რა­ლუ­რი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ მსა­ხი­ობს. ქურ­დის პოვ­ნა ად­გილ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ერთ-ერ­თმა მსა­ხი­ობ­მა – რო­მე­ლიც ამ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს ქურ­დო­ბა­ზე, სა­სა­ზღვრო ზო­ნის დუთი ფრი­ში და თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ამ რა­ღაც­ნა­ი­რად და­იხ­სნა – გა­და­წყვი­ტა, და­ნა­შა­უ­ლი ჩემი ნაც­ნო­ბის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა. მან თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა, ჯგუ­ფი შეკ­რა და თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში ხმა გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს ფული ჩემ­მა ნაც­ნობ­მა მო­ი­პა­რა.​

ერთ ღა­მეს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ეს პი­რე­ბი ნაც­ნო­ბის სახ­ლთან მი­ვიდ­ნენ. ღა­მის 4-5 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და და ეზო­დან სა­ხელს უყ­ვი­როდ­ნენ, რი­თაც შე­ა­ში­ნეს ოჯა­ხი, მე­უღ­ლე, ბავ­შვე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი. რო­დე­საც ნამ­ძი­ნა­რევ­მა ნაც­ნობ­მა ფან­ჯრი­დან გა­და­ი­ხე­და, დაბ­ლა ჩას­ვლა მოს­თხო­ვეს. გული ცუდს მიგ­რძნობ­დაო, მაგ­რამ უკან ვერ და­ვი­ხევ­დიო და ჩა­ვი­და. ​ამის შემ­დეგ იგი ქა­ლაქ­გა­რეთ, ტყე­ში გა­იყ­ვა­ნეს. იქ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით ცდი­ლობ­დნენ მის­გან აღი­ა­რე­ბის იძუ­ლე­ბას. ის­როდ­ნენ ფე­ხებ­თან ახ­ლოს, შემ­დეგ ტყვი­ე­ბი თავ­თა­ნაც უწი­ო­და.

ვკი­თხე: არ შე­გე­შინ­და მეთ­ქი? მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი, ვი­ცო­დი, რომ ღმერ­თი ჩემს მხა­რეს იდგა და რისი უნდა შემ­ში­ნე­ბო­დაო. რაც არ გა­მი­კე­თე­ბია, იმას რო­გორ ვა­ღი­ა­რებ­დიო. დამ­ბრა­ლე­ბელ­მა ქურდ ბა­ცა­ცამ სიმ­წრის­გან ია­რა­ღის ტარი თავ­ში ურტყა, თან გა­მუდ­მე­ბით უმე­ო­რებ­და წადი თე­ატ­რი­დან, წადი თე­ატ­რი­დან, წადი თე­ატ­რი­და­ნო.​ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ ჩემს ნაც­ნობს პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­უ­მარ­თავს; მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი პირ­ვან­დე­ლი თე­ატ­რის კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ქუ­ჩუ­რათ­ვე დახ­ვდნენ და სცე­მეს ორი მათ­გა­ნი.​

გა­სა­ო­ცა­რი ის აღ­მოჩ­ნდა, რომ თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და დასს მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია – პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა ვე­რა­ვინ გა­ბე­და, რად­გან ინ­ცი­დენ­ტში გავ­ლე­ნი­ა­ნი თე­ატ­რა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და. შე­დე­გად, არა­ვინ დას­ჯი­ლა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე თე­ატ­რში არი­ან, რო­ლებს თა­მა­შო­ბენ და სცე­ნი­დან სიყ­ვა­რულ­სა და სათ­ნო­ე­ბა­ზე ქა­და­გე­ბენ. რო­გორ გინ­და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შვი­ლე­ბი გა­ზარ­დო ან ლე­გი­ტი­მუ­რი გზით რა­მეს მი­აღ­წიო? – პა­სუ­ხი თქვენ­თვის მო­მინ­დვია”.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ