გიდი, ზურა ბალანჩივაძე:
გელათი არის არა მხოლოდ ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველის განსასვენებელი, არა მხოლოდ საქართველოს ყველაზე საუკეთესო პერიოდის აღმნიშვნელი ძეგლი, არამედ შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქრისტიანოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა.
გელათი არის “ვეფხისტყაოსანი” ერთ ეგზემპლარად… და ის ხელში გვაკვდება!!!
ანუ ვხდებით ეგვიპტე – უპირამიდებოდ, რომი – უკოლიზეუმოდ…
სად არის ქართველი ხალხი ამ დროს?
სად არის სიწმინდის დაცვის ორგანიზაციები თუ რაღაც რომ შეიქმნა?
რა გამართლება აქვს ჩვენს ტლიკინს და კუნთების დაბერვას, თუ მართლა არ ამოვიღეთ ხმა იმაზე, რაც თავს დაგვტყდომია!




