მანანა რატიანი: ჩემო ძვირფასო კოლეგებო… კარგად იცით, რომ უკმაყოფილება დიდი იქნება. ამ ფორმებით ზამთარში მინუს ტემპერატურის შემთხვევაში, ფეჩით გამთბარ საკლასო ოთახებში ბავშვები ვერ ივლიან. ამ ხარჯებს ოჯახები ტყუილად გასწევენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ექსპერტი მანანა რატიანი:
ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დირექტორებო, რესურსცენტრების და სამინისტროს თანამშრომლებო,
მალე სასწავლო წელი დაიწყება, ბევრად მძიმე, ვიდრე წლევანდელი, რადგან ზოგადი განათლების დაანონსებული ცვლილებები უნდა დაინერგოს. სასკოლო საზოგადოებისგან პასუხი უკვე თქვენ მოგეთხოვებათ.
რესურსცენტრების მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეძებთ საბაბს ფორმაზე მოსაწონი მოსაზრებები გამოთქვათ, თან ისე, რომ ვინმემ დავალებულ პოსტად არ ჩაგივალოთ და ორიგინალურ გზებს ეძებთ მათ გასამართლებლად. ნამდვილად ვიცი, რომ საზოგადოების აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია (͡ასეც უნდა იყოს), ამდენი წელი გიცნობთ და გვითანამშრომლია.
მჯერა, რომ გულით გინდათ ეს ყველაფერი დასრულდეს. არ მოგწონთ არც 11 წლიან განათლებაზე გადასვლა, არც მასწავლებლების მოსალოდნელი ხელფასის კლება, არც სხვა, ერთიმეორეზე აბსურდული სიახლე, არც ამაში მონაწილეობა გინდათ.
კარგად იცით, რომ უკმაყოფილება დიდი იქნება. ამ ფორმებით ზამთარში მინუს ტემპერატურის შემთხვევაში, ფეჩით გამთბარ საკლასო ოთახებში ბავშვები ვერ ივლიან. ამ ხარჯებს ოჯახები ტყუილად გასწევენ.
ჰოდა, თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს რაციონალური წინააღმდეგობა გაუწუოთ. შინაგანაწესს სკოლა ამტკიცებს, თუ სასკოლო საზოგადოება სადამსჯელო ღონისძიებებზე უარს იტყვის, არანაირი ბერკეტი არ იარსებებს მათ გასატარებლად. შეძლებთ ამ აბსურდში არ გაერიოთ.
და ბოლოს, თუკი ჩარევას გადაწყვეტთ, ჯერ თავად გამოიწერეთ და შეიმოსეთ მიქანაძისნაირ კუბოკრულ პიჯაკებში, მეტად რომ დაამახსოვროთ მას თავი, არა მხოლოდ გამამართლებელი პოსტებით.

ასევე დაგაინტერესებთ