ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გივი მიქანაძე: თუ მშობელი ვერ ასაბუთებს რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად

გივი მიქანაძე: თუ მშობელი ვერ ასაბუთებს რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად
"სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ მშობელი ვერ ასაბუთებს რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით" - ამბობს გივი მიქანაძე.
🔴 მისივე ცნობით, პირველკლასელებისთვის სასწავლო ფორმების შეძენა პირველი სექტემბრიდან დაიწყება
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.