ლევან ცუცქირიძე: ტურისტი ხარ? – მკითხეს ბავშვებმა დანოში. არა, პოლიტიკოსი, აი, ტელევიზორშიც რომ გამოდიან ხოლმე-მეთქი. ე, გვატყუებ, აბა, აქ რა გინდაო

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
ტურისტი ხარ? – მკითხეს ბავშვებმა დანოში. არა, პოლიტიკოსი, აი, ტელევიზორშიც რომ გამოდიან ხოლმე-მეთქი. ე, გვატყუებ, აბა, აქ რა გინდაო. მალე დავმეგობრდით და ჩემი ძალების გამოცდა გადაწყვიტეს. რა გჭირდებათ, რა გინდათ აქ რომ იყოს-მეთქი. მეგონა, მეტყოდნენ სმარტფონს ან ფლეისთეიშენს. რაო და უფრო მეტი ცხენი რომ იყოსო, მეტი ცხვარი და მეტი ლეკვიო. აქ, მთაში, ბავშვებმაც კარგად იციან ცხვრისა და “უჯამაგირო მწყემსების” ფასი.
ჩვენ კი, უფროსებმა, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ დანოში, კვავლოში, ჭეშოში და თუშეთის სხვა სოფლებში, რომლებშიც ამ დღეებში ვიყავით, სანატრელი აღარ იყოს წესიერი გზა, შეშა, უსაფრთხო ხიდი, სასმელი წყალი, მობილური და ინტერნეტის კავშირი, საზოგადოებრივი ტუალეტი და ელემენტარული სამედიცინო მომსახურება.
ამ პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს მარტივად შეუძლია და ამის შემდეგ უფრო ადვილი გახდება ამ ბავშვების ოცნებების ასრულება. ეს ჩვენი ვალიცაა მათი მომავლის წინაშე, მთისა და ჩვენი ტრადიციების გადასარჩენად

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა