თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს. ისინი საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში რუსოფობიასა და რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ესაუბრებიან და ქართველ ხალხს ციხით ემუქრებიან იმის გამო, რომ მათ მტერი სძულთ,- ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას.

„საქართველოში ტრაგიკული დღეებია. საქართველო პატივს მიაგებს თავის გმირებს, რომლებმაც საკუთარი სისხლით საკუთარი მიწა დაიცვეს. ტრაგიკული დღეებია, რადგან 21-ე საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის, ომისა და გენოციდის 18 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ დროს კი ოფიციალური პირის ფორმაში გამოწყობილი სამშობლოს მოღალატეები იდგნენ იმ გმირების მემორიალთან, რომელთა ხსოვნას, ღირსებასა და სამხედრო შემართებასაც შეურაცხყოფენ, უმაღლესი თანამდებობის პირების ფორმაში გადაცმული მოღალატეები.

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს. ისინი საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში რუსოფობიასა და რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ესაუბრებიან და ქართველ ხალხს ციხით ემუქრებიან იმის გამო, რომ მათ მტერი სძულთ.

მტერი სძულს ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს გმირებს, ანწუხელიძეს, შინდისის გმირებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დაეცა. ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას