2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.




