ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ზე – თეატრალური დიპლომატია გამუდმებით მეორდება – შეასრულეთ ვალდებულებები, მეტი თეატრი არ გვჭირდება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე და მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, აშშ-ს „თეატრალურ დიპლომატიაში“ ადანაშაულებს.

„მასშტაბური შეტევა ახლოვდება… არა, მოიცადეთ, მათ მოლაპარაკებები სურთ. ეს თეატრალური დიპლომატიაა, რომელიც გამუდმებით მეორდება“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბულინგის, დარღვეული დაპირებების და ყალბი ინფორმაციის ბერკეტად გამოყენება წარუმატებელი სტრატეგიაა.

„ბულინგის+ დარღვეული დაპირებების + ყალბი ინფორმაციის ბერკეტად გამოყენება წარუმატებელი სტრატეგიაა. აღიარეთ ფაქტები და შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, მეტი თეატრი არ გვჭირდება“, – აცხადებს ღალიბაფი.

ასევე დაგაინტერესებთ