ირაკლი კუპრაძე – ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა

ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ, სასამართლოს შეურაცხყოფის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

მისი თქმით, ხელისუფლება სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ დასასჯელ იარაღად იყენებს და ფიქრობს, რომ პატიმრობით თავისუფალ ადამიანებს დააშინებს და ბრძოლას შეაწყვეტინებს.

„ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა.

ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელ იარაღად იყენებს და ფიქრობს, რომ პატიმრობით თავისუფალ ადამიანებს დააშინებს და ბრძოლას შეაწყვეტინებს.

ვერ შეაშინებთ!

სოლიდარობა ნიკა მელიას – პოლიტიკურ პატიმარს, რომელსაც თავისუფლება პოლიტიკური ბრძოლისა და რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის გამო აქვს წართმეული.

თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“- წერს ირაკლი კუპრაძე.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ