მიხეილ ყაველაშვილი: მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შევხვდი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი:
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შევხვდი. მას დიპლომატიური მისიის დაწყება მივულოცე და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვე.
საქართველოსა და მექსიკას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ელჩი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებაში.
ვუსურვებ ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო და წარმატებით ემსახუროს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.