თენგიზ ვერულავა: თუ დღევანდელი პოლიტიკური ლოგიკით ვიმსჯელებთ, აკაკი წერეთელიც „რუსოფობი“ ყოფილა და, ალბათ, „დიპ სტეიტის“ დირექტივებს ასრულებდა

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი თენგიზ ვერულავა:

თუ დღევანდელი პოლიტიკური ლოგიკით ვიმსჯელებთ, აკაკი წერეთელიც „რუსოფობი“ ყოფილა და, ალბათ, „დიპ სტეიტის“ დირექტივებს ასრულებდა.
ოღონდ ერთი პატარა ქრონოლოგიური პრობლემა გვაქვს – აკაკი ამას XIX საუკუნეში წერდა:
„დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?..
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.“
რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ქართული პროტესტი არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2008 წელს. მას ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს – ჩვენი ეროვნული მოძრაობის, ლიტერატურისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორია.
ამიტომ ისტორიული ანტირუსული იმპერიალიზმის ახსნა თანამედროვე „დიპ სტეიტის“ დირექტივებით ცოტა რთულია – ქრონოლოგია ხელს გვიშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება