როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

სასულიერო პირი, ექვთიმე სარალიძე, რომელიც ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების ტაძარში მსახურობს სოციალურ ქსელში წერს:

“ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ : 599887223 მღვდელი ექვთიმე სარალიძე”.

ჩვენ დავუკავშირდით მამა ექვთიმეს, როგორც ის ამბობს მისი მიზანია ჭირისუფალს გვერდით დაუდგეს და ანუგეშოს. მისი თქმით, ლანა ლატარაიას ოჯახიდან ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”