“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს

“ასე­თი სუს­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში “ხე­ლი­სუ­ფა­ლი” – სა­ქარ­თვე­ლოს ახლა რა უბე­დუ­რე­ბაც სჭირს, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხართ ყვე­ლა, ვინც არ მოქ­მე­დებთ და ეგუ­ე­ბით!”, – ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც მის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„აღებ-მი­ცე­მო­ბა­ზე, ჩარ­ტყმა­ზე, „ოც­ნე­ბის“ შიდა დაჭ­მა­ზე და ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე გამ­დი­ნა­რე წყალ­ზე რე­ჟი­მი არის სუს­ტი, უსუს­ტე­სი, უსუ­სუ­რი! ეს რომ ვა­ღი­ა­როთ, მა­შინ ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ უფრო სუს­ტე­ბი, მშიშ­რე­ბი და ცხა­დია, ამის გამო ვი­გო­ნებთ, რომ აი ძლი­ე­რია რე­ჟი­მი და ა.შ. ასე­თი სუს­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში “ხე­ლი­სუ­ფა­ლი”.

ვა­ღი­ა­როთ, რომ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ზარ­ქუა და წი­ლო­სა­ნი გვჩაგ­რავს და ეს ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ?! მათი ძალა ჩვენს სი­სუს­ტე­ში, შიშ­შია!

300-400 მდი­და­რი, გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი, ყა­ჩა­ღი გვა­ში­ნებს, გვე­რე­ვა და­ნარ­ჩენ სამ მი­ლი­ონს! ერთი წა­მით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შეგ­ვიძ­ლია ერ­თად! ბრდღვნად არ გვე­ყო­ფა, მაგ­რამ გა­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლე­ბი ვართ, ჩმო­რად, მში­შა­რად, მხდა­ლად… სა­ქარ­თვე­ლოს ახლა რა უბე­დუ­რე­ბაც სჭირს, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხართ ყვე­ლა, ვინც არ მოქ­მე­დებთ და ეგუ­ე­ბით!“,- წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­ტად მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის წარ­დგე­ნის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და მმარ­თველ გუნდში „შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ფი­ნან­სურ ინ­ტე­რე­სებ­ზე“ სა­უბ­რობს.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ფი­ნან­სე­ბის “ამო­ე­ღო” და­ა­ვა­ლა, თუმ­ცა, მისი თქმით, მან ეს და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა.

„ახლა მდი­ნა­რა­ძე­ზე… გა­უ­გე­ბარ დის­კუ­სი­ებ­ში რა­ტომ გა­და­დი­ხართ?! ბი­ძი­ნამ, მა­მუ­კა და­ნიშ­ნა ფუ­ლის ამომ­ღე­ბად, რა­საც უჭო­რიკ­ნებ­და, აბე­ზღებ­და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს – მის­ცა “ვლას­ტი”, რომ ეს სი­მარ­თლე­ე­ბი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა და ბი­ძი­ნას­თან მი­ე­ტა­ნა ფული. ლი­ლუ­აშ­ვი­ლის­გან 200-300 მი­ლი­ო­ნი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან 100-200 მი­ლი­ო­ნი, ფარ­ცხა­ლა­ძის ხალ­ხის­გან 400-500 მი­ლი­ო­ნი და ასე შემ­დეგ. ბი­ძი­ნამ მის­ცა უფ­ლე­ბა, რომ “ამო­ე­ღო” ფული, “შე­ე­წი­რა” ყო­ფი­ლე­ბის­თვის და მი­ერ­თმია ბო­სის­თვის. სა­უ­ბა­რია „შავ ფულ­ზე“, კრიპ­ტო­ზე, სან­ქცი­ე­ბი­დან ნა­შოვნ სის­ხლი­ან ფულ­ზე, ნარ­კო­ტი­კე­ბი­დან მი­ღე­ბულ მი­ლი­არ­დებ­ზე და ა.შ.

ივა­ნიშ­ვილ­მა ამ ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ სა­კუ­თა­რი “შვი­ლე­ბის” დარ­ბე­ვის, და­კა­ვე­ბის, გა­კუ­ლა­კე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა მდი­ნა­რა­ძეს – მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა “ვლას­ტი­სა” მა­მუ­კამ ამ საქ­მე­ში “ჩა­ქი­მა”… მი­ტა­ნის ნაც­ვლად, ძვე­ლი და­ლა­გე­ბუ­ლი შავი ფუ­ლიც კი ვერ “აწია” და რე­ა­ლუ­რი, მოქ­მე­დი გეგ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა. ანუ, რაც ძვე­ლე­ბი­დან მის­დი­ო­და ის სქე­მე­ბიც კი ჩა­მო­ე­შა­ლა. ამა­სო­ბა­ში გა­უ­ბაზ­რდა, რომ კრი­მი­ნა­ლებ­მა და გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თმა “ამო­ი­დო” შენი მა­მუ­კა და იქით და­უ­წყო “წვე­ლა”, გა­წეწ­ვა.

პლუს, ბი­ძი­ნას და­ცინ­ვა და­ი­წყეს შიდა სა­უბ­რებ­ში და დროც გა­ექ­ცა “მა­მუს”… და­აკ­ვირ­დით, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის 9 თვე სრულ­დე­ბა და მდი­ნა­რა­ძის დროც ერ­თდრო­უ­ლად. ვერც ფული მო­ა­ტა­ნი­ნა მდი­ნა­რა­ძემ და ვერც მას­ზე უკეთ და­ა­ლა­გა ყა­ჩა­ღუ­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მე­ბი.

რიჟ­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა არ და­გა­ვი­წყდეთ, მანდ დიდ შარ­შია “გე­ნე­რა­ლი”, საქ­მე ისე მი­დის, ვი­საც სა­ლა­მი აქვს ნათ­ქვა­მი, მა­მუ­კას ზედ და­ა­ყო­ლე­ბენ. ასეა, მა­ფი­ო­ზურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ჩა­იჭ­რა მდი­ნა­რა­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლი კუ­ჭის წვე­ნი­დან ამო­უ­ღებს ბიტ­კო­ი­ნებს“, – წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ხა­ბი­ეშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე „ბევ­რად სევ­დი­ა­ნად“ არის.

„და კო­ბა­ხი­ძე?! მანდ ბევ­რად სევ­დი­ა­ნად არის საქ­მე… ამ ამ­ბე­ბის შემ­ყუ­რე­ე­ბი, პირ­ღია კი არ უნდა ვუ­ყუ­რებ­დეთ ამას, არა­მედ მოვ­ბი­ლიზ­დეთ და გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ.

ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა! სუ­ლის შე­ბერ­ვა სჭირ­დე­ბათ და ნუ და­ვა­მად­ლით!

ძალა ხალ­ხშია! ძალა ერ­თო­ბა­შია!“, – წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.