ირაკლი ქადაგიშვილი – იქნება საჯარო თუ სასულიერო პირი, ყველას ინტერესშია, ბოროტი ენა არ გაბატონდეს – როცა იგინები, ეს გამოხატვის თავისუფლებაა თუ ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა?!

იქნება საჯარო თუ სასულიერო პირი, კერძო პირი თუ ორგანიზაცია, ყველას ინტერესშია, ქვეყანაში ბოროტი ენა არ გაბატონდეს – როდესაც მიტინგზე კონკრეტული ადამიანის თუ ინსტიტუციის მისამართით იგინები, ეს გამოხატვის თავისუფლებაა თუ ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა?! – არ შეიძლება ამას გასაქანი ჰქონდეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა შეიძლება ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ჩაიწეროს და რა შინაარსის კანონპროექტი წარედგინოს პარლამენტს.

“არის დაგეგმილი, კოორდინირებული და ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული პოლიტიკა, მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოების რღვევა მოახდინონ. საზოგადოება, რომელსაც არაფერი წმინდა არა აქვს და არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია, ყოველთვის ადვილად დასამორჩილებელი და ადვილად სამართავია. ამას შესაბამისი კონტრპოლიტიკის გატარება სჭირდება.

გვეუბნებიან, რომ თუ დაუშვებელი იქნება ცოცხალი ადამიანის თუ მიცვალებულის შეურაცხმყოფელი მოხსენიება, ეს თავისუფალი აზრის და გამოხატვის შეზღუდვაა. გვეუბნებიან, რომ ბილწსიტყვაობა, გინება, ბულინგი და ადამიანის ღირსები შელახვა არის კარგი, არის თავისუფლების გამოვლინება. ვიმეორებ, რომ ეს არის ბოროტი განზრახვა – ბოროტია ასეთი იდეოლოგიის დანერგვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება გასაქანი გქონდეს! ის თუ როგორ დაარეგულირებს ამას კანონი, აქ ზღვარი გონივრულად არის გასავლები, მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ამ ბოროტებას დაკანონებული სახე მიეცეს და ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის და საზოგადოების დეგრადაციის გზა გახდეს.

რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოს პრესსამსახურის წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში კონკრეტული ტელევიზიების მიერ 3 500 ანტისაეკლესიო, საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტი მომზადდა. ახლა რომ ამბობენ, მსქროლავების სამმართველოო, ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში მსქროლავი არ არის, როცა “ფეისბუქის“ პოსტების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“