ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას გულითადად ვულოცავ!

“საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას გულითადად ვულოცავ!
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, განსაკუთრებით ვაფასებ იმ მიმართულების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის რეგიონების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტების განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ უფრო ეფექტიან მუშაობას ემსახურება.
დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის გამოცდილება, პრინციპულობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებას, რაც თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე დადებითად აისახება.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, ძალასა და წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში” | წერს სოციალურ ქსელში თელავის საკრებულოს დეპუტატი ოცნების მოკავშირე ხალხის ძალიდან ლევან კოჭლოშვილი
🔻 გუშინ გახდა ცნობილი, რომ კობახიძემ მდინარაძეს კიდევ ერთი თანამდებობა შეუქმნა – ის რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. კობახიძის თქმითვე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება – სექტემბრამდე კი მინისტრის პოსტს მდინარაძე დაიკავებს

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა