ეს კაცი [მამუკა მდინარაძე] ხაშლამასავით ჩამოტარებით არის – მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი , – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნისა და ამ პოზიციაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის გადაწყვეტილებას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შექმნილი მაკოორდინირებელი სტრუქტურა, რომელსაც ხელისუფლება მნიშვნელოვან მექანიზმად წარმოაჩენდა, ახლა უქმდება.
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“ – ასეთი ვითარება გვაქვს დღეს. ვერ წარმომიდგენია, როგორც შეიძლება სახელმწიფოს ასე არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ მოექცე. სამი თვის შექმნილია ე.წ. მაკოორდინებელი სტრუქტურ, კარგად გვახსოვს თუ როგორი დასაბუთება მიდიოდა იმისა, რომ როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს სტრუქტურა. მათთვის რომ მოგესმინათ, ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში არაფერი არ იყო. რას ვხედავთ, გავიდა სამი თვე და ამ თანამდებობას საერთოდ აუქმებენ.
ამ ქვეყანაში დამისახელეთ რამე სფერო, რომელსაც შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ეს არ არის პრიორიტეტი? სერიოზული სახეებით გამოდიან და ამბობენ, სამართალდამცავების კოორდინაცია პრიორიტეტია, რეგიონები პრიორიტეტია. ჯანდაცვა არ არის პრიორიტეტი? განათლება და ეკონომიკა? ამ ლოგიკით, ეს კაცი ხაშლამასავით ჩამოტარებით არის. კი ბატონო, თუ მეტი თავმოყვარეობა არ შერჩენია ამ ადამიანს, რომ ასეთ დროს თავად თქვას უარი, არის ასეთი გამოთქმა – საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს. მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი“,- განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არცერთი მინისტრი არ წარმოადგენს რეალურ თანამდეობის პირს და ისინი არიან კონკრეტული ადამიანის მოსამსახურეები. შესაბამისად, რა ბრძანებასაც იღებე, შეწინააღდეგების გარეშე ასრულებენ.
„კობახიძეს აქვს პასუხისმგებლობა აღებული, მით უმეტეს, მდინარაძეზე. მისი კადრია და კობახიძე გამოდის, ასახელებს. დღეს არაფერი თქვა კულტურის მინისტრის, არც მოხსნაზე და არც დანიშვნაზე. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ რამეს იტყოდა კულტურის სამინისტროზე. რა, კულტურის სამინისტრო ნაკლებად მნიშვნელოვანი სფეროა? ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ არცერთი მინისტრი, არც სახელმწიფო მინისტრი, არც ე.წ. პრემიერ-მინისტრი არ არიან რეალური თანამდებობის პირები. ისინი არიან ერთი ადამიანის მოსამსახურე პირები, რასაც ეს ადამიანი უბრძანებს, მზად არიან, გააკეთონ. არ აქვთ იმის გამბედაობაც, რომ თუ ეს ბრძანება არაკანონიერია და არასწორი, შეეწინააღმდეგონ მაინც“, – განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძე „ჯერ საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით კოორდინაციის შესაძლებლობის შექმნაა.
მისი თქმით, სიტყვა „გაერთიანებასთან“ დაკავშირებით პოლიტიკურმა ძალებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან მსგავსი მოლოდინები წარსულში ხშირად იმედგაცრუებით დასრულებულა.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა ახალი ინიციატივა არ არის და ეს საკითხი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დღის წესრიგშიც დიდი ხანია დგას.
„ყველას მოვუწოდებ, როგორც ვიქტორ ყიფიანის პარტიას, ასევე ყველა სხვას. სიტყვა გაერთიანებასთან, ცოტა ფრთხილად ვიყოთ. იმიტომ კი არა, რომ ამაში რამე ცუდია. არამედ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც დაიწყო საუბარი გაერთიანებაზე, იმდენჯერ დადგა სრული იმედგაცრუება. ეს იმედ გაცურება უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ამ გაერთიანებით შექმნილი მოლოდინები და ამაზე, მით უმეტეს, პოლიტიკოსები ფრთხილები უნდა იყვნენ.
მაგალითად, გაერთიანება ჩვენთვის არ არის ინიციატივა. ამაში სიახლეა რამე? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომ ვიბრძვით სიახლეა რამე? ვიქტორ ყიფიანისგან გავიგეთ? ერთობლივი ძალისხმევა რა ფორმატით? არის მზად „ოცნება“ დიალოგისთვის? რისკენ მოგვიწოდებენ, კონკრეტულად რას გულისხმობენ? ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რასაც ვითხოვდით და ეს მოთხოვნა ძალაშია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით არჩევნების მნიშვნელობა, ფასიც.
ვიქტორ ყიფიანის ერთი თვის დაარსებული პარტია ამაზე რომ საუბრობს და ხვალ, „ოცნებას“ ამაზე არანაირი რეაგირება რომ არ ჰქონდეს, ამ იმედგაცრუებაზე პასუხისმგებლობას იღებს თუ არ იღებს?“,- განაცხადა შარაშენიძემ.




