დაკავებულის ადვოკატი: ნამდვილად არ ჩავძიებივარ, წაკითხული აქვს თუ არა ნოდარ დუმბაძე. ვეკითხებოდი ჩადენილ ფაქტთან დაკავშირებით

“ვიდეოზე სანამ სიღრმისეულად არ ჩავეძიები, დასკვნებისგან თავს ვიკავებ ხოლმე. თვითონ რამდენად სიღრმისეულად ჩაეძია, მაგაზე [პასუხი არ მაქვს]. ეს კითხვები არ დამისვამს. ნამდვილად არ ჩავძიებივარ, წაკითხული აქვს თუ არა ნოდარ დუმბაძე. ვეკითხებოდი ჩადენილ ფაქტთან დაკავშირებით“ | ამბობს დაკავებულის ადვოკატი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
🔻 ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ – მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცოლის ინფორმაციით, “მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ”. ასევე, თვითმხილველის მიერ გუშინ გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდისტული მედია ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე