ვერაზე, სადაც სროლა იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ტყვიებით დაზიანებული ავტომობილია გაჩერებული და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული

ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სადაც სროლა იყო, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. შანიძის ქუჩაზე 4-5 სხვადასხვა მონაკვეთი სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.

ადგილობრივების განცხადებით, სროლის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო