მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამთავროვო ტვ „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან: მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე – იყო გამოსახული.
მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, 1500-ზე მეტი გამოვლენილი ყალბი ფეისბუქანგარიში რამდენიმე ძირითადი ნიშნით ხასიათდებოდა:
სინქრონულად შექმნილი ანგარიშები – ათეულობით ან ასეულობით პროფილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის ინტერვალში იყო შექმნილი, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.
მოპარული ფოტოები – პროფილები რეალური ადამიანების ფოტოებს იყენებდნენ, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ წყაროდან, მათ შორის Pinterest-იდან, იყო აღებული.
ერთიდაიგივე ფოტოების მრავალჯერადი გამოყენება – სხვადასხვა სახელით მოქმედ ანგარიშებს ხშირად ერთი და იგივე პროფილის ფოტო ჰქონდათ.
-გენერირებული პროფილები – ანგარიშების ნაწილში გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ადამიანების გამოსახულებები.
შეცვლილი ან გამოგონილი სახელები – ზოგიერთ პროფილს შექმნის შემდეგ სახელი ჰქონდა შეცვლილი, ნაწილი კი თავიდანვე არარსებული სახელებით იყო რეგისტრირებული.
კოორდინირებული ქცევა – ანგარიშები ერთსა და იმავე გვერდებს იწერდნენ, ერთსა და იმავე პოსტებს აზიარებდნენ და მასობრივად ზრდიდნენ მოწონებებსა და კომენტარებს.
კავშირი კონკრეტულ ფეისბუქგვერდებთან – ანგარიშების ნაწილი ერთნაირ გვერდებს მისდევდა, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ან მხარდამჭერ გვერდებს.
კომერციული გამოყენება – ISFED-ის ცნობით, ზოგიერთი ყალბი ანგარიში პოლიტიკური აქტივობის გარდა კომპანიების პროდუქტებისა და მომსახურებების პოპულარიზაციისთვის, მათ შორის ყალბი შეფასებების დასაწერადაც გამოიყენებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!