გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებში, – ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ ზაფხულის პროგნოზის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე. მთიან ზონაში 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში 33-37 გრადუსამდე.

ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე შესაძლებელია ძლიერი ნალექი“,- განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.