ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი - მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ

„ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი - მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ

ვასრულებთ ვენაში „ევროპის სახალხო პარტიის “პოლიტიკურ ასამბლეას და მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ, ვინც იბრძვის საქართველოში სრული დემოკრატიისთვის: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის” გენერალურმა მდივანმა დოლორს მონსერატმა განაცხადა.

მისი თქმით, „სოლიდარობას უცხადებენ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომლებიც ციხეში არიან“.

„არ ვაპირებთ უკან დახევას. მეორე გზავნილი კი არის სოლიდარობა ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან სრული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დასაცავად ქართულ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველა იმ ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან, ელენე ხოშტარია, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ციხეშია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩვენ გვინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ მას და მთელ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ის ოთხი შვილის დედაა და ციხეში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, - აღნიშნა დოლორს მონსერატმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.