დღეს დილით ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომელსაც გავეცანით. გარკვეული ცვლილებები არის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა ანი ქავთარაძემ კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ განაცხადა.
ექიმის თქმით, გვიან ღამით შედგება ექიმების კონსილიუმი იმისთვის, რომ მათგან მიიღონ დამატებითი რეკომენდაცია სხვადასხვა რადიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით.
„კონსილიუმის შემდეგ დავიწყებთ ორგანიზებას რადიოლოგიური კვლევების ჩატარებისთვის. კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, სანამ მკურნალობის პროცესი დაიწყება.
კონსილიუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, რომლებსაც მრავალ წლიანი გამოცდილება აქვთ აშშ-ი და სწორედ ახლა ამერიკაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, შეხვედრა დროის სხვაობის გამო, გვიან ჩაინიშნა“,- განაცხადა ექიმმა.
მისივე თქმით, „ელენე არის მხნედ“.
„მისი გზავნილი არის ბრძოლის გაგრძელება, არ დანებება, რეჟიმთან არ თანამშრომლობა და გამარჯვებამდე მისვლა. მას თავის პირადი ბრძოლა აქვს, რომელთაც დიდი შემართებით არის. ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს, ისე როგორც რეჟიმთან ბრძოლაშიც“,- განაცხადა ექიმმა.




