: ირანთან ზავისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასი მკვეთრად დაეცა, რამაც ევროპაში საწვავიც საგრძნობლად გააიაფა. საქართველოში კი რა ხდება?

ირანთან ზავისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასი მკვეთრად დაეცა, რამაც ევროპაში საწვავიც საგრძნობლად გააიაფა. საქართველოში კი რა ხდება? ის, რაც ყოველთვის ხდებოდა-ჯერ პაუზას იჭერენ, მაქსიმალურ ნაღებს მოხსნიან და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფასის შემცირებას, თანაც არა იმ დონემდე, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას შეესაბამებოდეს.
როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე საერთოდაც რომ არ შემცირებულიყო, ლარის გამყარების ფონზე საქართველოში საწვავი გარკვეულწილად მხოლოდ ამ ფაქტორის გამოც უნდა გაიაფებულიყო.
როცა მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, ადგილობრივი ნავთობიმპორტიორების მხრიდან რეაგირება მყისიერია, როცა კლების საფუძველი ჩნდება, პროცესი ყოველთვის იწელება. რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანიები გარიგებულები არიან ერთმანეთთან, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია ხელისუფლების მფარველობის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ