– ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან

ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომცდა ახალ ერთგულებას და მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  სოციალურ ქსელში წერს, რითაც -ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მისვლას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ პოლიტიკას დაბალანსებულ დიპლომატიად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში „ამ საქციელს სხვა რამეს ეძახიან”.

„ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომცდა ახალ ერთგულებას და მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, იმათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი და ევროპას მტრულ ბანაკად აღიქვამენ. ამას მიიჩნევენ დაბალანსებულ დიპლომატიად, სინამდვილეში კი ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.

ასევე, მსგავსი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს მმართველი პარტია პრორუსულ კურსში.

“უცნაურია ორი ოფიციალური საქართველოს დანახვა: ერთი, რომელიც საელჩოში -ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს, მეორე აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე იმათთან ერთად, ვინც “სიკვდილი ამერიკას!” მღერიან. ორივე ძალიან პრორუსულ “ქართული ოცნების” პარტიას წარმოადგენს?” – წერს ზურაბიშვილი.