– ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კომპლექსურ და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას – პროცესში ელენესთვის სანდო ექიმი ჩაერთო

ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, „დროას“ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

როგორც  აღნიშნავს, ციხის დირექტორისგან მიიღო დასტური, რომ სანდოობის დაცვით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯებიც.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კომპლექსურ და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას. ჩაერთო ელენესთვის სანდო ექიმი პროცესში.

დღესაც მქონდა დაწესებულების დირექტორთან კომუნიკაცია და გადავეცი ელენეს პოზიცია – კონკრეტული ექიმის ჩართვის თაობაზე.

მივიღე დასტური, რომ სანდოობის დაცვით მოხდეს შემდეგი ნაბიჯებიც და რაც მნიშვნელოვანია დროულად”, – წერს ეკა ბესელია „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ამისთვის ხელჯოხის გამოყენება ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი