შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

“ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში. აი, ხელისუფლებაში მოსასვლელად კი მამამისმა საქართველოში სამოქალაქო ომი გააჩაღა, დაგვაკარგინა , შიდა ქართლი, ხოლო თვითონ ეს ბატონი ოფიციალურად შევა ისტორიაში როგორ პუტინისგან დანიშნული დიქტატორის ფეხის მბანელი” | წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ირაკლი კობახიძის მიერ კირ სტარმერზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
🔴 კობახიძემ დღეს თქვა: ” საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა – ეს არის კარმა”