დავით საყვარელიძე: თემო იყო ბრენდი, რომელიც მილიონებმა გაიცნო. თბილისის მეხსიერებაში დავით სარაჯიშვილის, მანთაშევის, მელიქ-აზარიანცის და თამამშევების გვერდით, სამარადისოდ აღიბეჭდება თემურ უგულავას სახელიც!

პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე:
ქალაქელმა ბიჭმა 90იანებიდან სრულიად მოულოდნელად ახალი თბილისური, მსოფლიოში სახელგანთქმული სტანდარტი შემოიტანა და დადო. ყველასთვის მოსაწონი და საამაყო. არც არსად უსწავლია საამისოდ.
თემო იყო ბრენდი, რომელიც მილიონებმა გაიცნო.
რასაც შეეხო, ყველაფერი გაცოცხლდა და აყვავდა. თანაც ისე იცხოვრა, რომ ყველა შინაარსის და ცხოვრების წესის ადმიანს დაწყვიტა გული. უმეტესად თან მათ, ვინც პირადად საერთოდ არ იცნობდა…
ბიზნესმენების შურთ, თემოს კი გულშემატკივრობდნენ, როგორც გემოვნებიან ადამიანს და შემოქმედს. როცა მთელი საქართველო და ყველა მისი მოყვარული სულგანაბული ელოდა უგულავას მორიგი ბრწყინვალე პროექტის დასრულებას! როცა თემურ უგულავა უკვე ხარისხის და გემოვნების ნიშანია!
ეს კვირა თემოს მთელი ქალაქი გააცილებს… გული ჩაეწვა თბილისსაც და ემიგრაციასაც.
გუშინ მინდოდა გამემხნევებინა, დამიჯერე, ისე არ გამოგივა მე და შენ Kyiv Rooms სი არ გავხსნათ მეთქი…
სამწუხაროდ დამაგვიანდა…
თბილისის მეხსიერებაში დავით სარაჯიშვილის, მანთაშევის, მელიქ-აზარიანცის და თამამშევების გვერდით, სამარადისოდ აღიბეჭდება თემურ უგულავას სახელიც! ♥️
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სამეგობროს…

ასევე დაგაინტერესებთ