მწერალი ლაშა ბუღაძე:
ეს მხოლოდ ბიზნესი და ესთეტიკა არ იყო, ლიბერალურ სივრცეებს ქმნიდა და სიბნელისგან და ჩაკეტილობისგან ათავისუფლებდა ამ ქალაქს… ამითაც განსხვავდებოდა ყველასგან, ვინც ჩაკეტვაზე, ექსკლუზიურობაზე და მდარე ბურჟუაზიულ ელიტიზმშია ამოკეტილი. ამიტომაც მიილტვოდნენ მის მიერ შექმნილი სივრცეებისკენ ახალგაზრდები და ყველა, ვისაც თავისუფლება და სიახლე იზიდავს… როგორც გავიგე, თბილისის ერთ-ერთ ასეთი ადგილი, რომელიც მისი მორიგი იდეით უნდა გაცოცხლებულიყო, ახლა ქოცი მაღალჩინოსანის ძმობილის საკუთრებაშია და ცხადია ის იქ კურპუსებს აშენებს… ბეტონი და მენტალური გამოქვაბული თავისუფლებისა და განვითარების ნაცვლად, არადა რამდენი იბრძოლა თემურ უგულავამ განახლებისთვის. დიდი ტრაგედიაა, ძალიან ვწუხვარ!




