მწერალი ლაშა ბუღაძე:
ბავშვის წაქცევა ვერ დაინახეს და იქით გოდებენ, გულქვაობა როგორ დაგვაბრალესო… და ამას თუ ხედავენ – ფლომასტრით წაწერილის გამო რომ ტანჯავს რეჟიმი ელენე ხოშტარიას?! თუ ესეც “ხდება ხოლმე” – ციხეში ხეიბრები ხდებიან ადამიანები და განსაკუთრებული არაფერია… ელენეს ტკივილზე და ტანჯვაზე ყველა ის ადამიანი ხართ დანაშაულის თანამონაწილენი, ვინც ამას არ ხედავთ, არ იმჩნევთ და დუმხართ!
ლაშა ბუღაძე ადვოკატის, მარიკა არევაძის პოსტს აზიარებს:
ელენე არ მაძლევდა ნებას მესაუბრა მის მდგომარეობაზე და რათქმაუნდა პატივს ვცემდი მის სურვილს, თუმცა ვინაიდან ახლა ეს ინფორმაცია უკვე გავრცელდა მეც გეტყვით.
თითქმის ყველა ვიზიტის დროს მას ქონდა მწვავე ტკივილები, უჭირდა გადაადგილება, ხშირად იყო ხელჯოხით და ხანდახან დასჭირვებია ფიზიკური დახმარება გადაადგილებისას.
როდესაც ადამიანი არის პატიმარი, მასზე ეფექტური კონტროლი აქვს პენიტენციურ დაწესებულებას და ის არის პასუხისმგებელი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ელენე არ არის პირველი პატიმარი ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმდა ციხეში.
Helen Khoshtaria არის მხნეობის და ბრძოლის მაგალითი ! თქვენ არ იცით როგორ ძლიერად და უტეხად უძლებს ამ უკანონო პატიმრობას ! თუმცა ეს არ აძლევს ვინმეს უფლებას უგულვებელყოს მისი სამედიცინო საჭიროებები.




