“ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი და მშობლები მყავს… ის [ბიძინა ივანიშვილი] ყოველთვის ჩემი მენტორი იყო და ყველაფერში მხარს მიჭერდა. […] ის ჩემთვის მენტორსა და მამაზე, მეგობარზე მეტია. ჩემთვის ის ყველაზე დიდებული ადამიანია. ჩემთვის მისი ნებისმიერი კომპლიმენტი და ნებისმიერი სიტყვა უდიდესი ძალა, მოტივაცია და სტიმულია, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. […] მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ დღეს ასეთი ურთიერთობა გვაქვს იმის გარდა, რომ მე მისი შვილი ვარ. […] ჩვენ ყოველთვის საინტერესო დიალოგები გვაქვს. ის თვითონაა ისეთი ადამიანი, რომ არასდროს უთქვამს, “მე ვამბობ და ეს კანონია!” – ჩვენ ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრები გვაქვს და არაა ისეთი: “მე დაგავალე და მიდი, ეს ასე გააკეთე”. რა თქმა უნდა, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი” – თქვა ბერა ივანიშვილმა ემინ აგალაროვის პოდკასტში




