ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა

რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პრო ირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პრო ირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პროირანულობის ბრალდებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ეს იყო , რადგან მაშინ რუსეთთან უფრო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა -ს, მაშინ ამბობდა ოპოზიცია, რომ პრორუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს.

„„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ გვინდა ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ადრე გვქონდა.

მე როდესაც მარტში -ში ვიზიტი მქონდა, მაშინ კითხვა დამისვეს, ხომ არ გვსურდა ძველი პარტნიორობის აღდგენა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვთქვით, რომ იმ ძველ პარტნიორობას აზრი არ აქვს. ჯობია ახალი პარტნიორობის შეთანხმება შევიმუშაოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.