ზურა ჯაფარიძე: გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო…

“ეს ქობულეთში მოხდაო რამდენიმე წლის წინ, იმერეთიდან ჩასული სამი პოლიციელი სცემს დაკავებულებს, ერთეული შემთხვევააო
გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო
ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო
როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო
ყველაფერი რაც კამერაზე ხვდება და ჟონავს, არის ერთეული შემთხვევები
ბევრი დაგროვდა უბრალოდ
თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა
კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში
პოლიციელი გმირია“— წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში
📌 TV პირველმა პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
➡️ ნოდარ მელაძის ინფორმაციით, პოლიციელები აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად დაკავებულებს აწამებდნენ შემდეგ კი გადაღებულ კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ვინც ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა დაკავებული

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ივანიშვილის მინდა ვუთხრა, ის აუცილებლად დამარცხდება ისტორიასთან, შეუძლებელია, საქართველოს ისტორიას ვერ დაწერს, ვერც ზაზა შათირიშვილი, ვერც შალვა რამიშვილი და ირაკლი კობახიძე (ვიდეო)